რეკლამა


რეკლამა (ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ“) — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზიარადიოფილმებიჟურნალებიგაზეთებიინტერნეტი და ბილბორდები. ძველსაბერძნეთში და რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადებაინგლისში , რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველისარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია- ეს არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონელთაპროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.
პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993 წ.), არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევს

No comments:

Post a Comment